ჩვენს შესახებ

3 თებერვალი 2017 წელი
ქართული ენის სკოლა AZRI გაჩნდა რამდენიმე ენთუზიასტით რამინ ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით.
2022 წელი
ჩვენ გავხდით საერთაშორისო კომპანია, ვაქციეთ ქართული ენის შესწავლა თანამედროვედ, მოდურად, მარტივი ტექნოლოგიითა და მეთოდოლოგიით.

AZRI ახლა არის

ონლაინ პლატფორმა და მობილური აპლიკაცია
25-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გუნდი 5 სხვადასხვა ქვეყნიდან
მსხვილი ონლაინ კონფერენციები ქართული ენისა და კულტურის შესახებ

ჩვენი მისია

არც ისე დიდი ხნის წინ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ქართული ენის შესწავლა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო მსურველი ბევრი იყო: ეთნიკური ქართველები, რომლებსაც სურდათ თავიანთი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნება; ემიგრანტები, რომლებისთვისაც საქართველო გახდა მეორე სახლი და ტურისტები, რომლებიც შეყვარებულები არიან ამ ქვეყანაზე და ენით სურთ გამოხატონ პატივისცემა.
ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ყველა ამ ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა ქართულად, გადალახა ენობრივი ბარიერი და ისაუბრა ქართულად, უფრო თავდაჯერებული გახდა საქართველოში საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში, იპოვა ახალი მეგობრები და გახდა ქართული კულტურის ნაწილი.
ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენმა სტუდენტებმა განიცადონ ყველა ეს ემოცია. როგორც «მიმინოში», გახსოვთ? «როცა ის კმაყოფილი იქნება, მეც ვიგრძნობ, რომ მეც კმაყოფილი ვარ».
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ყოველი გაკვეთილი არის სიხარულით სავსე, როცა თავს საიმედოდ გრძნობ, როცა მოუთმენლად ელოდები ახალ გაკვეთილს, როცა სწავლა ადვილი და ეფექტურია.
«როგორი იქნებოდა სწავლა უფრო საინტერესო, სასარგებლო და პროდუქტიული?»

ჩვენი სტუდენტები იღებენ

აპლიკაცია სიტყვების დასამახსოვრებლად
05
თქვენ წყვეტთ რამდენი და როდის იმეცადინოთ.
ონლაინ პლატფორმა
06
ონლაინ პლატფორმაზე სწავლა გაძლევთ საშუალებას ისწავლოთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან
01
სადღეღამისო მხარდაჭერა
მენტორის და კურატორის ინდივიდუალური მხარდაჭერა 24\7, დავალების შემოწმება.
02
მეცადინეობა ენის მატარებელთან
ინტერაქტიული გაკვეთილები, ზარები, მიმოწერა და კომუნიკაცია ენის მატარებელთან
03
შესასწავლი მასალა
ილუსტრირებული მასალები, ვიდეო გაკვეთილები, პოდკასტი
04
მობილური აპლიკაცია
აპლიკაცია სიტყვების დასამახსოვრებლად