1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები და მომხმარებლის თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზეწინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენს მიერ მოხდეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მომსახურების გაწევის, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და ასევე, ხარისხის გაუმჯობესების, სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით, თქვენ, როგორც მოსწავლემ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, შემდეგი:
ხელმოწერით ადასტურებთ შემდეგს: ინფორმირებული ხართ, რომ თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით როდესაც სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მუშავდება შპს „სკოლა აზრის“ მიერ, იურიდიული მისამართი: ქუთაისი, ლადო ასათიანის ქუჩა 119-4, საიდენტიფიკაციო ნომერი: 412789861
თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:
- სკოლის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
- სკოლის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით;
- აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, სკოლის შესახებ ინფორმაციის, სკოლის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შემოთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შემოთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
- კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების და ანალიტიკური მიზნებისთვის;
- სკოლის მიმართ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის ეფექტურად შესრულების მიზნით, იმ მიზნით და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია თქვენი ინტერესებისთვის და სკოლის მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის;
- თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, გამოხმაურების მიზნით;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ინფორმაციას ავსებთ სხვა პირის სახელით, სკოლის მიერ ეს აღიქმება იმგვარად, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაგაჩნიათ უფლებამოსილება მოგვცეთ ყველა საჭირო თანხმობა, რათა ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, სკოლას წინამდებარე დოკუმენტზე ხელის მოწერით ენიჭება შემდეგი უფლებამოსილებანი, რომ დამუშავებული მომხმარებლის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური, ინფორმაცია: დაამუშაოს მომხმარებლის/მოსწავლის და/ან მისი წარმომადგენლის შესახებ მომსახურების მიღების მიზნით მიღებული პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის (ავტომატური და/ან ნახევრად ავტომატური დამუშავების) გამოყენებით, როგორც თავისი უშუალო თანამშრომლების, ისე – მოწვეული პირების და ასევე, თავისი კონტრაქტორების მეშვეობით, მათ შორის, იმ კონტრაქტორების, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შემხებლობაში არიან მომხმარებელთან/მოსწავლესთან მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის გაწევასთან და/ან ხარისხიანი მომსახურების მიღებასთან. ამასთან, ზემოაღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, რაიმე დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.